ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზედიზედ მეორედ - ვაკო ყაზაიშვილის "ულსანი" სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ზედიზედ მეორედ, სამხრეთ კორეის ჩემპიონი "ულსან ჰიუნდაი" გახდა.

"ულსანმა" დღეს "დეაგუ" 2:0 დაამარცხა, ვაკო ყაზაიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, ვაკომ კი K ლიგაში გამართულ 31 შეხვედრაში თავი 11 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

"ულსანი" მომდევნო შეხვედრას აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 7 ნოემბერს, მალაიზიურ "ჟორ დარულ ტაზიმთან" გამართავს, სამხრეთ კორეული გუნდი 3 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს.
ასევე დაგაინტერესებთ