კვარაცხელია ფორმის პიკს დაუბრუნდა? - გამარჯვება, რომელიც ხვიჩამ განაპირობა...

AutoSharing Option
სულ კი ვცდილობთ, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერამ ერთგვარი სადღეგრძელოს ფორმა არ მიიღოს და კრიტიკული ელემენტები გამოვყოთ, თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს შეუძლებელიც კი ხდება. უფრო სწორად, ხდებოდა, გასული სეზონის მსგავსი ეპითეტების მიძღვნა ახლა ნაკლებად ყოფილა, "უნიონთან" შეხვედრამ კი "ნამდვილი" ხვიჩა კიდევ ერთხელ დაგვანახა...

რა გვაჩვენა გასულმა სეზონმა? - ხვიჩა თამამედროვე ფეხბურთისგან განსხვავებულს ქმნიდა, ნაკლები პრაგმატულობითა და მეტი იმპროვიზაციით, გარდა ამისა, რთულ სიტუაციებსა და გაძლიერებული დაცვის პირობებში, თითქმის ყოველთვის ახერხებდა იდეალური გამოსავლის პოვნას. სამშაბათ საღამოს, გერმანელების წინააღმდეგ, ზუსტად ასეთი კვარაცხელია ვნახეთ, მძიმე
და ჩაკეტილ მატჩში აშკარად შესამჩნევი, სხვაზე შემოქმედითი, მრავალფეროვანი და რაც მთავარია, მონდომებული. "კვარას" მიერ შესრულებული საგოლე პასი მართლაც იმ კატეგორიიდან იყო, რომელიც გოლის მთავარი განმსაზღვრელია და არა ფინალური დარტყმა, რომელიც ასევე მაღალი კლასის იყო.

Sportall.Ge

ხანდახან გვეშინია, სუბიექტურები არ ვიყოთ, მაგრამ ნახულობ საერთაშორისო შეფასებას, იმას, რომ ხვიჩა შეხევდრის საუკეთესო მოთამაშედ თავად უეფამ დაასახელა და ხვდები, რომ ეს მძაფრი შეგრძნებები რეალური და რაციონალურია. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ისევ თავის რელსებზეა, ის ღირსეულად უმკლავდება გაზრდილ ზეწოლასა და აწეულ თამასას, რაც უკვე ვარსკვლავურია. რომ არ ვიყოთ დარწმუნებული, "კვარა" ზრდას არ განაგრძობს და ქება ცუდ სამსახურს გაუწევს, ასე არ მოვიქცეოდით. ახლა საკითხავი ისაა, როდემდე გაიზრდება ნეაპოლში და როდის დადგება ახალი გამოწვევების დრო. თუნდაც ამ ჯგუფის წევრ მადრიდის "რეალში"? - რატომაც არა!..

წმინდა ტაქტიკური თვალსაზრისით, ხვიჩამ ის შეასრულა, რა დავალებაც მწვრთნელისგან ექნებოდა - იმუშავა დაცვაშიც, სისწრაფის ხარჯზე გააფრთხილებინა მცველები, მათ შორის მაშინ, როცა საკუთარ კართან საკმაოდ ახლოდან შეტევას იწყებდა. მოწინააღმდეგის მჭიდრო დაცვის პირობებში, მისი მისია ზღუდეების გაწელვა და აქედან ბურთის ზუსტი პასებით გამოტანა იყო. ვნახეთ ის დრიბლინგიც, რის გამოც ასე უყვართ. ახლა საინტერესოა, ოსიმენის გარეშე განსხვავებულ სტილში ათამაშებულ გუნდს და თავად ხვიჩას ნიგერიელის დაბრუნების შემდეგ რა ელით - ყველაფერი უკეთესად უნდა გაგრძელდეს და არა პირიქით!..

altკვარაცხელიამ რასპადორის გაატანინა - "ნაპოლიმ" ბერლინში გაიმარჯვა [VIDEO]

alt"მიხარია კვარაცხელიას ასეთი თამაში" - დი ლორენცომ "უნიონთან" მატჩი შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 38 /
ოსიმენის მაგინებლებო,ან ფეხბურთის გაგებაში არა ხართ ან მისი დაკნინებით ხვიჩას მასზე წინ დაყენება გინდათ რაც არასწორია.ფეხბურთი საუბედუროდ ბიზნესი გახდა და ყველას თავისი ფასი აქვს.ოსიმენში ზაფხულში 120 მილიონს იხდიდენ,ხოლო ხვიჩაში 30 მილიონს.მაგდენი ართმეტიკა მაინც გეცოდინებათ სხვაობა რომ დაინახოთ.ხვიჩამ მარტის შემდეგ სუსტ გუნდებთან ორი თამაში ითამაშა მაღალ დონეზე და უკვე დაიწყეთ უაზრო ქართული ტრაბახი.
ასეა ეს
12:00 27-10-2023
6
ზოგი კომენტარი აცდენილია რეალობას. წერენ ამოვარდა ფორმიდან, რეგრესი აქვს და ა.შ. ბიჭი დაფრინავს, ამ სეზონში ან ასისტით ან გოლით ამთავრებს თამაშებს, ანგარიშგასაწევი გამოცემები უმაღლეს ქულებს უწერენ და ბოლოს შეგიძლია უყურო მის თამაშებს და გამოიტანო დასკვნა. ის რომ მისი თამაში შეისწავლეს ესეც სისულელეა, ამ პრინციპით რო შეიძლებოდეს ფეხბურთელის შესწავლა მესი, რონალდო და ა.შ. დიდი ხნის შესწავლილი ეყოლებოდათ. კვარა ბურთს როგორც კი იღებს, 2-3 კაცი მინიმუმ მიდის კვარასთან, სხვას უთავისუფლდება სივრცეები და ეგაა კვარას(და მსგავსი ინდივდების) ეფექტი.ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ობიექტურობაც კაი ხილია:))
ბექა
09:58 27-10-2023
1

სიახლეები პოპულარული