სადამდე "გაქაჩავს" "ნაპოლის" მწვრთნელი - როდის აინაზღაურებს "კვარა" დანაკლისს და რა იცის ოსიმენმა...

AutoSharing Option
"ნაპოლის" ძველ რელსებზე შედგომას კვლავ ამაოდ ველით, რუდი გარსიას გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო ("ბოლონიასთან" 0:0). ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, თუმცა, როგორც ნეაპოლელ, ასევე ქართველ გულშემატკივრებს მეტი სურთ, რადგან გასულ სეზონში ამას შევეჩვიეთ...

ცოტა ხნით დავივიწყოთ წარსული და დღევანდელობით ვიმსჯელოთ. "ნაპოლის" მაქსიმუმი ოთხეულისთვის ბრძოლა თუ იქნება. გუნდს ჰყავს დიდი ფაქტორი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მაინდამაინც გოლების გატანის თამასას თუ არ ვუწესებთ, ძალიან დიდ გავლენას ახდენს თამაშზე. მწვრთნელის სხვაგვარი შეპირების მიუხედავად, ქართველი ისევ ბევრს შრომობს ბურთის მოსაპოვებლად; მის
მიმართ ასე გაძლიერებული დაცვის პირობებში, არცერთი ეპიზოდიდან არ ეთიშება; დრიბლინგებისას ბურთის დაკარგვის შემდეგ, საპასუხო იერიშის საფრთხე მისი გუნდისთვის დიდია, ეს 77-ე ნომრის უპირატესობაცაა და ნაკლიც და ამაზე გასულ სეზონში სულ ვწერდით - თანამედროვე მწვრთნელებს დრიბლიორები რატომ არ ხიბლავთ. სხვა მხრივ, "ნაპოლი" უმეტესად, საშუალო დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მათ სიაში არაა ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც იდეალური დრო არ უდგას და გოლის "შიმშილს" განიცდის. მაინც ვთქვათ, რომ ეს ფორვარდის უმთავრესი საქმეა.

გასული სეზონის დასაწყისში ნეაპოლელთა შემტევები სივრცეებს რომ პოულობდნენ, ეს ნახევარდაცვის დიდი დამსახურება იყო. დღეს გუნდი ვერაფრით ახერხებს, მეტოქეები პრესინგზე ამოიტყუოს და მეტი ფანტაზიის ჩართვით, შეტევაში მრავალფეროვნება შეიტანოს. ამ ვითარებაში ყველას გაუჭირდება მოწინააღმდეგესთან, რომელიც დაცვაში კარგად დგას. გარსია ჩვენ გვატყუებდა თუ საკუთარ თავს, რთული სათქმელია, მაგრამ ის ვერც ფლანგების
მცველებით დამორჩილებას და გარემარბის, უპირველესად, კვარაცხელიას, ცენტრში შესვლას აბამს თავს. ამას დავამატოთ სტანდარტულებიდან მიღებული მინიმალური ეფექტი. აქ საქმე მხოლოდ ჩამწოდებელზე არაა, ყველაფერს მუშაობა სჭირდება. კვლავ გრძელდება რაღაც ძალიან დანავსული მდგომარეობა, რაც პენალტების შესრულებას უკავშირდება...

Sportall.Ge

როცა გუნდს შედეგი არ აქვს, მწვრთნელის მიმართ აგრესია ისედაც იმატებს და როცა ამას რაღაც გაუგებარ ახირებებს ამატებ, შორს ვერ წახვალ. სულ ვცდილობთ, აგრესია დამრიგებელზე არ იყოს. ამის გამო სპალეტიც ხშირად დაგვიცავს და გარსიას პირველი ნაბიჯების ერთგვარი ადვოკატირებაც მოგვიხდენია, თუმცა ეს უკვე მეტისმეტია!.. მეტისმეტია არა ზოგადად, ვინმესთვის, არამედ ემოციური ნეაპოლელი გულშემატკივრებისათვის. არის მომენტები, როცა წარმატებული მწვრთნელიც კი აღარ გსურს თავისი ტაქტიკის თუ დამოკიდებულებების გამო და მით უმეტეს, შედეგის არმქონე. პრეზიდენტ დე ლაურენტისის პოზიცია ალბათ ისაა, ეძებდა მწვრთნელს, რომელიც ტრანსფერების არგაკეთების გამო არაფერს იტყოდა და არსებული რესურსით მისი სურვილით გამოყენებაზე დათანხმდებოდა. კვარაცხელიამ და ოსიმენმა (რომელიც ასევე გაბრაზდა ცვლილების გამო) ამ ქალაქს წარმოუდგენელი ემოციები და წარმატება აჩუქეს და ამ დროს გარსიას ზედმეტად ატანას არავინ მოითმენს. ნიგერიელი სპალეტისაც შეუცვლია, მაგრამ ახლა ვიქტორმა იცის, რომ გარსიასთან ყველაფერი ეს "ხახვივით შერჩება", თანაც, კვარაცხელიას ინციდენტის შემდეგ...

კარგია, რომ ხვიჩა ეტაპობრივად ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. ეს ამ გუნდთან ერთად და ამ სიტუაციაში რთულია, საქმე ინდივიდუალურ სპორტის სახეობასთან არ გვაქვს. ვისთვისაც ფეხბურთი მარტო გატანაა, რას ვიზამთ, ამისთვის "კვარას" კომფორტული ვითარება არ აქვს. ხვიჩას კვლავ უნდა "ორმაგი დუბლი" ჰქონდეს და ამის გამო ნერვიულობს კიდეც, თუმცა სიტუაცია როგორც კი ცოტათი დალაგდება, თუნდაც ეს ახალი წლის დღეების შემდეგ იყოს, ის დაკარგულის ანაზღაურებას შეძლებს. ადრეც შეგახსენეთ, რუსეთის ჩემპიონატში კვარაცხელიას ყველაზე კარგი შედეგი სეზონში 4 გოლი იყო და გასული წლის სიგიჟე ასე მარტივად არ მეორდება. სწორედ ემოციურ ფონს უნდა უკავშირდებოდეს, ჩვენებურმა გაფრთხილება რომ მიიღო. "კვარამ" ყველაზე კარგად იცის, მეტი ზუსტი დარტყმა და უფრო მახვილგონივრული პასები რომ მოეთხოვება, რადგან მისი ამბიციები და შესაძლებლობები მაღალია.

"ნაპოლის" დატვირთული პერიოდი აქვს, ჩემპიონატის მატჩი შუა კვირაში და მოახლოებული დაპირისპირება მადრიდის "რეალთან". ვნახოთ, სადამდე "გაქაჩავს" გარსია...

altხვიჩას ძალისხმევით მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები [VIDEO]

altრუდი გარსიამ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

მკითხველის კომენტარები / 23 /
ნაპოლი საშუალო დონის ევროპული კლუბია... კვარა და ოსიმენი გამოაკელი და საერთოდ გავარდება სერია ა-დან.
გენო.
22:25 27-09-2023
0
Oslmeni shecvlaze metad iman gaabraza, ratom ori tavfamsxmelit ar vagrdxelebt tamashso. Zustad amas anishnebda garsias da martalic iyo, mogeba undodat da ubralod mwvrtnelma poziciuri cvlilebebi ganaxorciela
Zura
14:49 26-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული