აზაროვმა და გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს - კაცნაკლული "შახტარი" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მერვე ტურში „რუხისა“ და „შახტარის“ მატჩი 1:1 დასრულდა.

დონეცკურ გუნდის მწვრთნელმა ვან ლეუვენმა ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი ამჯერად სასტარტოში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა. „მეშახტეები“ სუდაკოვმა დააწინაურა, 21-ე წუთზე კი რაკიცკის პირდაპირი წითელი ბარათით გაძევების გამო კაცნაკლული დარჩნენ და შეხვედრის დასასრულს მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა. გოლი შორიდან 19 წლის მცველმა სლიუბიკმა გაიტანა.

„შახტარი“ 18 ქულით ლიდერია და 26 სექტემბერს თასზე „ვერესს“, ხოლო 30 სექტემბერს უკრაინის ჩემპიონატზე „ვორსკლას“ დაუპირისპირდება.

ლვოვი. „ლვივ არენა“
რუხი - შახტარი 1:1
გოლები: 0:1 სუდაკოვი (17),
სლიუბიკი (88)
გაძევება: რაკიცკი (21, შახტარი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული