ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "უოტფორდმა" მძიმე მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ჩემპიონშიფის მეექვსე ტურში „უოტფორდმა“ სახლში „ბირმინგემ სიტი“ 2:0 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძე 65-ე წუთზე მატეუს მარტინსის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და მისი პასით ენდრიუსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„უოტფორდი“ 8 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 20 სექტემბერს „ვესტ ბრომვიჩს“ უმასპინძლებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ბირმინგემ სიტი 2:0
გოლები: 1:0 რაიოვიჩი (90+1), 2:0 ენდრიუსი (90+6)
გაძევება: ბუჩანანი (88, ბირმინგემ სიტი)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვიდეო
https://youtu.be/9ijEQHbrjA8?si=27ekzeiTAuytt4NJ
ქ. გ.
16:41 17-09-2023
0
ორჯერ ისეთი პასი გააკეთა ფლანგიდან ფლანგზე,რომ ერთ საგოლე პასად,ეგეც ღირდა.კარშიც დაარტყა და საერთოდაც,გაცილებით უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა,თანაგუნდელებიც უკვე ამჩნევენ და პასს აძლევენ.ესე იგი,უკვე ენდობიან.მგონი შორს აღარაა ის დრო,როცა ძირითადში ჩადგება და გოლების გატანასაც დაიწყებს.ძალიან მეშინოდა,ჩემპიონ ჩიპში რომ წავიდა,მაგრამ ეტყობა ტყუილად.სწორედ ეს მახარებს,ყველაზე მეტად.ის ფიზიკურად სწრაფად ძლიერდება და ჯერ თუ კიდევ სჩაგრავენ,მალე ესეც აღარ იქნება.ეტყობა მასთან მაგრად მუშაობენ მწვრთნელები.ცოტა კიდევ მოვითმინოთ!
სოსო
11:48 17-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული