ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემ თურქეთში გუნდი გამოიცვალა.

ბერიძემ სუპერლიგის "ანკარაგიუჯიუსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და პირველი ლიგის "კოჯაელისპორში" გადავიდა.

ბერიძე ადრე "დილაში", "ზესტაფონში", "გენტში", "ტრენჩინში", "უიპეშტში", "ლოკერენსა" და "ანკარაგიუჯიუში" თამაშობდა. მან ეროვნულ გუნდში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"კოჯაელისპორი" 4 ტურის შემდეგ 6 ქულით ჩემპიონატში მერვე ადგილზეა და 16 სექტემბერს "ბოლუსპორს" უმასპინძლებს.