დე ლაურენტისი მამუკა ჯუღელს შეხვდება

AutoSharing Option
იტალიური Areanapoli-ს ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს შეხვდება. 

როგორც Corriere dello sport-ი წერს, ფეხბურთელის ანაზღაურება მის დამსახურებასთან შედარებით ძალიან დაბალია, "სასუოლოსთან" მატჩის შემდეგ კი მამუკა და აურელიო შეხვდებიან და აღნიშნულ თემას განიხილავენ. 

შეგახსენებთ, კვარაცხელიას ანაზღაურება 1.3 მილიონი ევრო გახლავთ. შემდეგ უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 მილიონამდე გაიზრდებოდა, ბოლო ცნობებით კი ქართველი ვარსკვლავი 5-ის ნაცვლად 6 მილიონ ევროს ითხოვს.

alt5 მილიონის ნაცვლად უკვე 6 მილიონი - კვარაცხელიას მოთხოვნა და დე ლაურენტისის პასუხის მოლოდინი


მკითხველის კომენტარები / 3 /
6 კი არა 7 უნდა მოსთხოვოს - მით უმეტეს რომ, 7-ანები ორივე მხარეს კარგად აქვს დაცდილი. ჩვენ კი რა: - 7 ჯერ ვადღეგრძელებთ კვარას, მამუკას და ლაურენტისს!
ვაჟა მასწ.
13:45 23-08-2023
3
ამდენ ხანს რატომ უნდა ყოფილიყო ასე ჰაერში გამოკიდული ხვიჩას ანაზღაურება? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უბრალოდ დამამცირებელია ის ანაზღაურება რაც ქონდა და თუნდაც რის მომატებასაც აპირებდნენ. ანაზღაურება ძალიან მნიშვნელოვანია და არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის დაფასება, ისეთი შესაფერის ანაზღაურებით რასაც იმსახურებს ხვიჩა ნაპოლიში.
G.LA
12:13 23-08-2023
0

სიახლეები პოპულარული