ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძის შეძენის სურვილი პრემიერლიგის კიდევ ერთმა კლუბმა გამოთქვა

AutoSharing Option
ფრანგული Le10Sport-ის მტკიცებით, "მეცის" თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით, "ვესტ ჰემი" დაინტერესდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიქაუტაძე ლიგა 1-ში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია, ორმა კლუბმა ტრანფერზე კარგი წინადადებით მიმართა, "შეფილდ იუნაიტედი" მზად იყო 18 მილიონი ევრო გადაეხადა, "ლაციო" კი - 18 მილიონი, მაგრამ "მეცი" 20 მილიონს ითხოვს.

საფრანგეთში ქართველის გადაბირებას "ლიონი" და "მარსელი" ცდილობდნენ, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ.

ასევე დაგაინტერესებთ