ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"მარკამ" კურტუას შესაძლო შემცვლელთა შორის მამარდაშვილი დაასახელა

AutoSharing Option
"რეალის" მეკარე ტიბო კურტუამ ტრავმა მიიღო, საოპერაციოა, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს და სასწრაფოდ შემცვლელი სჭირდება.

"მარკა იტყობინება, რომ სათადარიგო მეკარე ანდრეი ლუნინს დიდი ხანია გუნდის დატოვება უნდა, მეკარეების მწვრთნელ ლუის ლოპესთან კონფლიქტიც მოუვიდა და მასზე იმედებს არ ამყარებენ. ამიტომ სხვა კანდიდატურებზეა გამახვილებული ყურადღება. "მარკას" ცნობით, მათ შორის "ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილია.

აგრეთვე განიხილება თავისუფალ აგენტად მყოფი დავიდ დე ხეას, კეილორ ნავასის (პსჟ) და კეპა არისაბალაგას (ჩელსი) კანდიდატურები. სხვა გამოცემები კურტუას შესაძლო შემცვლელთა შორის იასინ ბუნუს (სევილია), დომინიკ ლივაკოვიჩს (ზაგრების დინამო)
და დავიდ სორიას (ხეტაფე) ასახელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ