ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კანკავა გატანასთან ახლოს იყო - "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგაზე დასანანი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე ჰაიფის „მაკაბისთან“ 1:2 დამარცხდა.

სლოვაკურ გუნდში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. კანკავას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ შორიდან დარტყმული ბურთი ხარიხას გაარტყა.

საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა პლეი-ოფში "იანგ ბოიზს" შეხვდება, ხოლო დამარცხებული ევროპა ლიგის პლეი-ოფში - "რაკუვსა" და ლიმასოლის "არისს" შორის გამარჯვებულს.

ნებისმიერ შემთხვევაში „სლოვანს“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 21 375 მაყურებელი
სლოვანი - მაკაბი 1:2
გოლები: 0:1
პიეროფი (5), 1:1 კუცკა (12), 1:2 საბა (15)

ასევე დაგაინტერესებთ