"ჩაკვეტაძის სახით განსაკუთრებული ფეხბურთელი გვყავს" - "უოტფორდის" მწვრთნელი

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის პირველ ტურში ქპრ-სთან მოგებული მატჩის (4:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, "უოტფორდის" მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა სიხარული ვერ დამალა და თავისი გუნდის ფეხბურთელები და ახალწვეული გიორგი ჩაკვეტაძე შეაქო:

"იმ მომენტიდანვე, როდესაც ჩაკვეტაძე მოედანზე შევიდა, ყველა მისი თამაშით აღფრთოვანებული იყო. ჩვენ ისეთი შეგრძნება შეგვექმნა, რომ ძალიან განსაკუთრებული ფეხბურთელი გვყავს. ის ნახევარდაცვაში მეტ შესაძლებლობებს გვძენს, ვინაიდან სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ყველანი მისგან მეტს და გაგრძელებას მოუთმენლად ველით".

შემდეგ შეხვედრას "უოტფორდი" 8 აგვისტოს ლიგის თასზე სტუმრად "სტივენიჯთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რაც ამან ერთა ლიგაზე ქნა მართლა მაგარი იყო და აწი უფრო მაგარი იქნება კიდევ!არავის ვადარებ მაგრამ ფორმაში მყოფი ჩაკვეტაზე კვარაზე მაგარია ,ერთად ორივე და მიქაუტაძე პლუს 9 ზე მხეცი შეტევა გვქენება.
ჩაკვეს
15:53 06-08-2023
3
იმედია გიო ალბიონზე იპოვის თავის თავს და გაგვახარებს. წარმატება გიოს.
G.LA
09:11 06-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული