"ნაპოლიმ" "ჟირონას" პენალტების სერიაში სძლია - კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ „ჟირონა“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ სასტარტოში, ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობა დააყენა. სტუმრები მე-13 წუთზე ესტეგორის შეცდომის შემდეგ სტუანიმ დააწინაურა, 42-ე წუთზე კი ლოსანოს მოპოვებული პენალტით ანგარიში სიმეონემ გაათანაბრა.

61-ე წუთზე რუდი გარსიამ 9 ფეხბურთელი შეცვალა და კვარაცხელიაც შეიყვანა მოედანზე. ხვიჩა აქტიურად ჩაერთო თამაშში, სწრაფი კონტრიერიშისას არნაუმ წააქცია და კატალონიელს მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. შემდეგ ქართველი ისევ მოცელეს, მუხლი იტკინა, თუმცა შეცვლა არ მოითხოვა. ერთი სიტყვით, ისე ეუხეშებოდნენ, გეგონებოდა, სპარინგი კი არა, უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო.
"კვარამ" რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

შეთანხმების თანახმად, მატჩის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, სადაც მერეტმა ორი დარტყმა მოიგერია და "ნაპოლიმ" 3:1 მოიგო. "კვარას" თერთმეტმეტრიანი არ შეუსრულებია.

დღევანდელ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია ოსიმენს, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს - კლუბი თანახმაა 8 მილიონი, პლუს ბონუსები გადაუხადოს.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 6 აგვისტოს „აუგსბურგთან“ ჩაატარებს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ჟირონა 1:1 (პენ 3:1)
გოლები: 0:1 სტუანი (13), 1:1 სიმეონე (42, პენ)

მკითხველის კომენტარები / 34 /
იმედია სერიოზულ ტრამვას გადაურჩა!!! ხვიჩა ნამდვილ გულშემატკივრებს გულწრფელად გვიყვარხარ!!! შენი ყოველი თამაშის ყურება სიამოვნებას გვანიჭებს და მოუთმენლად ველოდებით შემდეგ მატჩებს!!! გვეამაყები!!! წინ და წინ კიდევ უამრავი წარმატებისკენ❤️
პ.ს. მეტი სიკეთე ერო!!!
გულშემატკივარი
14:04 03-08-2023
1
3 ქართული კლუბი თამაშობს ევრო ტურნირა ცუდია თუ კარგი ეგ სხვა საკითხია მათი თამაში .. არცერთ გუნდზე არაფერს წერთ და 10 სტატიიდან 8 რა თქვა ნაპოლიმ მისმა მწვრთნელმა დამლაგებელმა მეეზოვემ და ასე შემდეგ გავიგეთ რო ქართველია მაგრამ უკვე მომაბეზრებელია
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული