ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა ლობჟანიძე MLS-ში გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, საბა ლობჟანიძე კარიერას MLS-ში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Transfer merkezi ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ჰათაისპორის" შემტევით "ატლანტა იუნაიტედი" სერიოზულადაა დაინტერესებული და თურქულ კლუბს მის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო შესთავაზა.

გამოცემის ინფორმაციით, "ჰათაისპორი" 1.5 მილიონ ევროს ითხოვს. მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

შეგახსენებთ, ლობჟანიძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი "ქარაგიუმრუქში" იჯარის წესით გაატარა. 28 წლის ფეხბურთელს "ჰათაისპორთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.

altსაბა ლობჟანიძეს ამერიკული კლუბი ეპატიჟება

altგოლის შემდეგ საგოლე გადაცემა - ლობჟანიძემ "გალათასარაისთანაც" გამოიჩინა თავი