საბა კვირკველია საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 31 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, რომელმაც სამი დღის წინ "ნეფთჩისთან" კონტრაქტი გაწყვიტა, კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

საბა 30 წლის რუმინელ მცველ ანდრეი ბურკასთან (კლუჟი) ერთად საუდის არაბეთის უმაღლეს დივიზიონში აღზევებულ "ალ ოხდუდში" გადავიდა.

კვირკველიამ "ალ ოხდუდთან" 1+1 სისტემის ხელშეკრულება გააფორმა.

Sportall.Ge

"ალ ოხდუდი" ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნაჯრანის გუნდია, 1976 წელს დაარსდა, საშინაო მატჩებს 12-ათასიან "გრაუნდ პრინს ჰატლულზე" ატარებს, ორჯერ აქვს მოგებული მეორე დივიზიონი, წელს მესამე ადგილზე გავიდა და ელიტურ ლიგაში დაბრუნდა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
როგორ შეიძლება საუდის არაბეთში ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა?
ბესი
23:16 01-08-2023
0
კაია,სხვებიც წავიდნენ,ლარს გაამყარებს საზღვარგარეთ ფულის შოვნა და ჩამოტანა(კაზინოები არ იქნება იქ,ონლაინზე უნდა დაიბლოკა თავი და ეგაა)
Levani
17:39 16-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული