ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"მეცმა" "ბარნლის" 15-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა - ცნობილია, რა თანხას ითხოვს ფრანგული კლუბი მიქაუტაძის სანაცვლოდ

AutoSharing Option
პრემიერლიგაში ახლად აღზევებულმა "ბარნლიმ" "მეცს" გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა, აღნიშნული წინადადება კი "მეცმა" დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლიგა 1-ის კლუბი ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა "ბარნლი" ამ თანხის გადახდას. შეგახსენებთ, გუშინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძის ტრანსფერზე "ლაციოც" მუშაობს.

altმიქაუტაძის თაობაზე "ლაციომ" "მეცს" პირველი შეთავაზება გაუკეთა

altმიქაუტაძე "იუვენტუსში"? ჯუნტოლის სამეულში ქართველი შემტევიც შედის

altახალგაზრდულ ნაკრებს ევროპირველობაზე მიქაუტაძეც ვერ დაეხმარება