"არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მირჩევნია ყველაფერი მოედანზე დავამტკიცო" - კვერნაძემ მომავალ სეზონზე, "კვარასა" და იტალიურ არჩევანზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ფროსინონემ" გიორგი კვერნაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს გუნდში რამდენიმე დღის წინ გადავიდა.

- მოგესალმებით "ფროსინონეში" გიორგი, რას ელით მომავალი სეზონისგან?
- პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ "ფროსინონეში" ჩამოვედი (გადმოვედი). დარწმუნებული ვარ როგორც გუნდისთვის ისე პირადად ჩემთვის კარგი სეზონი იქნება.

- შეგიძლიათ უკეთ აგვიხსნათ თქვენი ტექნიკური მახასიათებლები? გყავთ ფეხბურთელი, რომელიც თქვენი შთაგონების წყაროა?
- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მირჩევნია ყველაფერი მოედანზე დავამტკიცო. მყავს კერპი ფეხბურთელიც, ხვიჩა კვარაცხელია.

- გასულ სეზონში თქვენი კუმირის, "კვარას" თამაშებს თუ მიადევნეთ თვალი (სიტყვა-სიტყვით მიჰყევით გზას)
- დიახ, ყველა თამაში ვნახე და ვფიქრობ მთლიან სეზონში ხვიჩას საუკეთესო პერფორმანსი ჰქონდა, ფანტასტიკური ფეხბურთელია.

- მოედანზე სად გირჩევნია თამაში?
- საყვარელი პოზიცია შეტევის მარცხენა ფლანგია, თუმცა იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ.

- რატომ გადაწყვიტე "ფროსინონეში" გადმოსვლა? რამ დაგარწმუნათ?
- "ფროსინონე" იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემს მიმართ დიდი ინტერესი ქონდათ, მინდოდა მიმეღო ეს გამოცდილება. ჩემი ოცნებაა იტალიაში, სერია A-ში თამაში იყო, როდესაც მაისურს მოვირგებ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ.

კვერნაძის გუნდი ჩემპიონატის დაწყებამდე ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს, 19 აგვისტოს კი სერია A-ს პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეეე ბიჭოო!! ჯერ გადახტიო და მერე ჰოოპლაო არ გაგიგია-კაცი საქართველოს ჩემპიონატში გუნდის განაცხადშიც ვერ ხვდებოდა, სავარაუდოთ აგენტის ძალისხმებით-ავანსად მოაწყვეს ფაქტიურად სინჯებზე სერია-ა-ს მაჩანჩალა გუნდში და უკვე ინტერვიუებს არიგებს...კარგით რააა..ბოლოს და ბოლოს...ისე მართლა გასაკვირია თუ ეს ბიჭი სერია-ა-ში სათამაშოდ არის მზად ბათუმის დინამომ ან და საბურთალომ რატომ არ გამოიყენა......
კარგით რააა!!!
10:51 13-07-2023
18
შესახედავად კი ჰგავს ჩელენტანოს. :დ წარმატებები!
ქუთაისელი
10:47 13-07-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული