ხოჭოლავამ ოპერაცია ახლა მარჯვენა ფეხზე გაიკეთა

AutoSharing Option
"კოპენჰაგენის" საიტი იტყობინება, რომ მათი გუნდის 30 წლის ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ მარცხენა ფეხის შემდეგ, ოთხშაბათს ოპერაცია მარჯვენა ფეხზე გაიკეთა და 8-12 კვირა მოუწევს უქმობა.

"დავითმა ზაფხულში ერთ ფეხზე გაკეთებული ოპერაციის მერე კარგად მოახერხა აღდგენა, მაგრამ ანალოგიური პრობლემები მეორე მუხლზე ჰქონდა. ამიტომ იმისათვის, რათა მომავალში სერიოზული ტრავმის რისკისათვის თავი აგვერიდებინა, ოპერაციის ახლა გაკეთება გადავწყვიტეთ, რომელიც გეგმის მიხედვით ჩატარდა და გამოჯანმრთელება და ფორმაში ჩადგომა დასჭირდება", - განაცხადა "კოპენჰაგენის" მთავარმა ექიმმა მორტენ ბოესენმა.

"რა თქმა უნდა, დავითისთვის და ჩვენთვის სამწუხაროა, რომ მას შემდეგ,
რაც გამოჯანმრთელდა და ძლიერი დაბრუნდა, ახალი კურსის გავლა მოუწევს. ვიცით, მას ძლიერი ხასიათი აქვს, ისევ დაგვიბრუნდება, თუმცა ამჟამად მისთვის რთული პერიოდია", - აღნიშნა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნეესტრუპმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგაა ქართული ფეხბურთი, ბავშვების ფეხის სახსრების მკვლელები, გაოცებული არიან ევროპაში სად ზრდით და რას ავარჯიშებთ პატარებსო, ასეთი განადგურებულ-დასახიჩრებული მყეს-კუნთებით დიდ შედეგს ელიან ქარფეეეხბურთისბოსსსსსზზები
suxumchanin
03:10 07-07-2023
2
დათას მართლა რომ არ სტკიებოდა,ორივე მუხლზე ოპერაციას არ გაიკეთებდა!აი მაინც რომ ჯერ ითამაშა და მერეღა გაიკეთა,ეს უკვე მის კლუბს უნდა მოვკითხოთ.მათი ზეწოლის გარეშე,ორივე მუხლმტკივანი და ნაკრებში არ წამოსული კაცი,საკუთარი სურვილით,არც გუნდში ითამაშებდა.თანაც არ დაივიწყოთ,რომ,მაშინ,დაცვის წამყვანი ფიგურა იყო,კაშიასთან ერთად.
ჩემი აზრით,ადამიანებში მხოლოდ ცუდის დანახვაც არ არის,მთლად კარგი საქციელი.
სოსო
13:29 06-07-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული