ვაკო ყაზაიშვილი K ლიგის ტურის საუკეთესოდ დასახელდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთკორეულ K ლიგაში ვაკო ყაზაიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ქართველმა ნახევარმცველმა 2 გოლის გატანა მოახერხა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

30 წლის ფეხბურთელს 18 მატჩში 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს, რითაც თანაგუნდელ ჩო მინგიუსთან იყოფს ბომბარდირთა ლიდერობას.

რაც შეეხება "უსლან ჰიუნდაის", 19 ტურის შემდეგ 47 ქულით (15 მოგება, 2 ფრე და ამდენივე მარცხი) გათამაშების უპირობო ლიდერია, მეორეადგილოსან "პხოხანთან" კი 13 ქულიანი უპირატესობა აქვს.

რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ვაკოს გუნდი 28 ივნისს "შინ ჩეჯუ იუნაიტედს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქოცებო გასკდით ბოღმით
კია
16:27 27-06-2023
3

სიახლეები პოპულარული