გაგუა და ალავესი ლა ლიგაში გადავიდნენ

AutoSharing Option
ლა ლიგაში აღზევდა "ალავესი", რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა 21 წლამდელთა ფორვარდი, გიორგი გაგუა ესპანეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში ვიხილოთ.

ამ მომენტისთვის გაგუა "რეალ უნიონშია" განათხოვრებული, თუმცა კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება და ყველაფერი ამის შემდეგ გადაწყდება.

აქვე გეტყვით, რომ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 21 ივნისს პორტუგალიას, 24 ივნისს ბელგიას და 27 ივნისს ნიდერლანდელ თანატოლებს შეხვდება, გიორგი კი, რა თქმა უნდა, გამოძახებულია.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაა, რა მაგარია!
ეს ბიჭი მემგონი თავდამსხმელია ხო?!
წარმატებები!
ლაშა
23:46 18-06-2023
0
კარგი ბიჭია ძალიან მარა რაღაც ერთი აფეთქება აკლია იმედია მოახლოებულ მატჩებში იფეთქებს
bejo
16:43 18-06-2023
0

სიახლეები პოპულარული