ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

იქნება ხვიჩა ნომინანტებში? - ცნობილია, როდის გაიმართება წლევანდელი "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია და როდის გვეცოდინება კანდიდატთა სია

AutoSharing Option
2023 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს პარიზში, შატელეტის თეატრში გაიმართება, ნომინანტთა სია კი 6 სექტემბერს გვეცოდინება.

პოპულარული სააგენტო Goal-ის ბოლო მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ათეულშია და მე-8 პოზიციას იკავებს, ლიდერი კი ლიონელ მესია.

გათვალისწინებით იმისა, რომ კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ქართველი France Football-ის ტოპ 10-ში, დიდი ალბათობით, მოხვდება.

altBallon d'Or 2023 Power Rankings. კვარაცხელია კვლავ მერვე პოზიციაზეა

ასევე დაგაინტერესებთ