ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩაზე წიგნის თარგმნა არაერთ რუსულ გამოცემას სურდა, მაგრამ..." - რას წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნი "ხვიჩა, ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი" დაწერა, სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ წიგნის თარგმნის თხოვნით არაერთი რუსული გამოცემა შეეხმიანა, მაგრამ ყველას უარი შეუთვალა.

ის ასევე აღნიშნავს, წიგნის რუსულად თარგმნა მაინც მოხდება, მაგრამ ამას ქართული გამოცემა გააკეთებს და ყდაზე ეწერება, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

"წიგნის ,,ხვიჩა, ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი" გამოცემის თხოვნით არაერთი რუსული გამომცემლობა შეგვეხმიანა და ყველას უარი ვუთხარი.

თუმცა წიგნი რუსულად მაინც გამოვა, გამოსცემს ქართულივე გამომცემლობა. გარეკანის დიზაინი
მცირედით შეცვლილი იქნება და ეწერება - ,,საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ", საავტორო ჰონორარს კი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებისთვის დაწესებული სტიპენდიის დანამატად ვაქცევთ", - წერს კეკელიძე.