ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზაფხულში მიქაუტაძეზე ტაციაობა იქნება - "ბარნლი" არ ნებდება, ქართველის მეწყვილეც უკვე შეარჩიეს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მეცისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდ გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე გუნდები ერთმანეთს შეებრძოლებიან.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ "მილანმა" ფრანგულ გუნდს 10 მილიონი ევრო შესთავაზა, ახლა კი საქმეში პრემიერლიგაში აღზევებული "ბარნლიც" დაბრუნდა.

"კელტების" დამრიგებელ ვენსან კომპანის ჩვენებურის გადაბირება ჯერ კიდევ 1 წლის წინ სურდა, ახლა კი სატრანსფერო ექსპერტი ეკრემ კონური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინგლისელებმა "მეცს" ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართეს და მიქაუტაძისთვისაც პრიორიტეტული პრემიერლიგაში თამაშია.

უფრო მეტიც, კომპანიმ გიორგის მეწყვილე უკვე მოუძებნა და "ბარნლი" "გენტიდან" 20 წლის ნიგერიელი
თავდამსხმელის, გიფტ ემანუელ ორბანის დამატებასაც ცდილობს, რომელმაც იუპერ ლიგის 15 შეხვედრაში ამდენივე გოლი მიითვალა, კონფერენს ლიგის 6 მატჩში კი მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.

მიქაუტაძის მსურველთა შორის სახელდება "ტრაბზონსპორიც", თუმცა თურქები ჯერ არ აქტიურობენ.