"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ლეჩე“ 2:1 დაამარცხა.

„მილანთან“ განადგურების შემდეგ „ნაპოლისთვის“ გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო, თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, პირველი მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მალეს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ფალკონეს კარი თავით დი ლორენცომ დალაშქრა. შემდეგ ლოსანოს ფალკონემ არ გაატანინა. კვარაცხელია აქტიური იყო, ხანდახან ცენტრში იწევდა, ლოსანო ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.

მეორე ტაიმი „ლეჩემ“ უკეთ დაიწყო და დი ფრანჩესკომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ნეაპოლელები გალოს ავტოგოლით ისევ წინ გავიდნენ.
ნეაპოლელები მაღალ ტემპში ვერ უტევდნენ, ხვიჩას გადაცემებს უგვიანებდნენ, ამიტომ ბურთის მისაღებად პოზიციის შეცვლა უწევდა ხოლმე, ხოლო როდესაც რასპადორის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა სიმეონემ ტრავმა მიიღო, ქართველმა ფაქტიურად მისი ადგილი დაიკავა და 90+4-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოს "ლეჩე" მეკარე ფალკონესთან ერთად შტურმზე გადავიდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი მსაჯმა თამაში დაასრულა და "ნაპოლის" მესამე გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.

„ნაპოლი“ 74 ქულით ლიდერია, 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „სან სიროზე“ მილანს“ დაუპირისპირდება, ხოლო 15 აპრილს ჩემპიონატზე „ვერონას“ უმასპინძლებს.

ლეჩე. „ვია დელ მარე“
ლეჩე - ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 1:1 დი ფრანჩესკო (52), 1:2 გალო (64, საკ. კარში)

alt"ნაპოლი" კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]

alt"ლეჩემ" წონასწორობა აღადგინა [VIDEO]

altერთი მუშტად შეკრული გუნდი - რა სთხოვა დი ლორენცომ გატანილი გოლის შემდეგ თანაგუნდელებს

alt"ჩვენ ნეაპოლელები არ ვართ" - ლეჩეს ფანები დე ლაურენტისსა და "ნაპოლის" მოთამაშეებს შეურაცხყოფას აყენებენ

altხვიჩა - დანიელე პეტროსო - ნეაპოლში დაბადებულ ბავშვს ხვიჩა დაარქვეს

altმიუხედავად გოლისა, სპალეტი უკმაყოფილოა - რას მოუწოდებს ტოსკანელი მოთამაშეებს

altკაპიტანმა "ნაპოლი" დააწინაურა - "პარტენოპეი" "ლეჩეს" ამარცხებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 46 /
ასეთი თამაშით მილანთან ძალიან გაუჭირდება, მილანმა ემპოლისთან დაასვენა ლიდერები და მასთან ფრემ არ უნდა დაგვაბნიოს. კვარას სათანადოდ ვერ იყენებენ. ჩემი აზრით ზედმეტად ტვირთავენ დაცვაში, პასებით ვერ ამარაგებენ, მის პასებს ვერ ირგებენ, ვერც სივრცეებს ითვისებენ სათანადოდ. ლეჩე არ იმსახურებდა წაგებას. დღეს თუ ლაციომ ვერ მოუგო იუვეს, ნაპოლის ჩემპიონობას თვითონ ნაპოლიც ვეღარ შეუშლის ხელს, მაგრამ ლიგაზე ... მოკლედ რაც არ უნდა იყოს ვგულშემატკივრობთ კვარას და ნაპოლის დიდი იმედებით!
Irakli
14:57 08-04-2023
1
მოვეშვათ ამ შეთქმულების თეორიებს, ამას ნაპოლის გვერდებზეც წერენ ქართველები და გავიარეთ უკვე სეზონის დასაწყისში ეგ თემა. თავიდან რომ გვეგონა კვარასი შურდათ და პასებს არ აძლევდნენ.
კვარა სამჯერ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი სერია ა ს და საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ასისტებში, ასევე 12 გოლი გაიტანა. გუნდი რომ აიგნორებდეს ეგ შედეგი არ ექნებოდა. კონკრეტულ მომენტებში პასებს არ აძლევენ იმის გამო, რომ მუდმივად სამი კაცით არის გარშემორტყმული და მუდმივად მის დაკეტვას ცდილობენ. მაინც ახერხებს კვარა და მაინც მოახერხებს სივრცეების მონახვას. გავიხსენოთ იუვენტუსთან როგორც ითამაშა, ან ლივერპულთან, აიაქსთან..
როცა გუნდი გახსნილ ფეხბურთს ეთამაშება კვარა მაგ დროს შეუჩერებელი ხდება.არ გვინდა ეს ძალით დაძაბული სიტუაციის შექმნა. მარიო რუიმ თუ არ გაუკეთა პასი, სამაგიეროდ თვითონ კვარამ გაუკეთა მარიო რუის ქუსლით პასი, რასაც ის ავტოგოლი მოჰყვა.
მოკლედ მე არ ვეთანხმები ამ შეთქმულების თეორიებს, რაც უკვე გადავღეჭეთ, გავიარეთ და ყოველი უგოლო თამაშის მერე ერთი და იგივეს გავიძახით.
სულ სამი წაგება აქვს გუნდს სერია ა ში და ბრწყინვალედ ატარებს მთელს სეზონს. ძალიან ცოტა თამაში დარჩა ოცნების ახდენამდე. ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისედაც არ ველი წელს და მაგაზე არც ვფიქრობ, მეოთხედ ფინალში გასვლაც დიდი მიღწევაა ნაპოლისთვის. ამ ტურნირზე გამოცდილება არც ჰქონიათ, პირველად გავიდნენ ისტორიაში მეოთხედფინალში, თუ უფრო წინ წავლენ და კვარას ოცნება ჩემპ. ლიგაზე ახდება ეგ ალბათ უკვე ოცნებაზე მეტიც იქნება მაგრამ მოლოდინებს არ ვიქმნი დიდად.
აი სკუდეტო სულ სხვა რამეა. რასთანაც ერთი ხელის გაწვდენაზეა გუნდი და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, წელს ამ ოცნებას ერთად აიხდენს მთელი ქალაქი. ასევე კვარას გულშემატკივრები ვიქნებით უზომოდ ბედნიერები, რათქმაუნდა ყველას არ ვგულისხმობ, რადგან ზუსტად ვიცი ნამდვილი გულშემატკივარი ძალიან ცოტა ჰყავს კვარას :))
Skeleton
14:53 08-04-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული