ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძე უკეთეს გუნდში უკეთ ითამაშებს - გიორგის კარგი თამაშის მიუხედავად, "მეცი" ლიდერთან" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურის დასკვნით მატჩში „მეცი“ საკუთარ მოედანზე ლიდერ „ჰავრს“ დაუზავდა - 1:1.

მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, სტუმრებს მათი შეჩერება უჭირდათ და ოთხი ყვითელი ბარათი მიიღეს, მათ შორის ორი მიქაუტაძესთან უხეშობის გამო. მე-20 წუთზე იალოუ მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ მაზიზს გადააწოდა ბურთი და მან „მეცი“ დააწინაურა. შესვენების შემდეგ „ჰავრის“ ნახევარმცველმა რიჩარდსონმა ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა და სტუმრები უპირატესობასაც დაეუფლნენ. „მეცი“ მეტოქის ნახევარზე გადასვლას ვერ ახერხებდა თუმცა შუა მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, მიქაუტაძემ შეუტია და სამი
მომენტი შექმნა: ჯერ გატანა მეკარემ არ დაანება, ცოტა ხანში მისი დარტყმული მცველმა დაბლოკა, მერე კი დრიბლინგი წამოიწყო, ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ დღეს გოლი  ვერ გაიტანა, თამაშს ამწვავებდა, აშკარად კარგ ფორმაშია, მომატებაც შეუძლია და უფრო მაღალი დონის გუნდში გაცილებით უკეთ წარმოაჩენს თავს. ასაკიდან და პერსპექტივიდან გამომდინარე, ამის პოტენციალი გააჩნია.

„მეცი“ 45 ქულით მეოთხე ადგილზეა და 18 მარტს გასვლაზე „რუენს“ დაუპირისპირდება.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - ჰავრი 1:1
გოლები: 1:0 მაზიზი (20), 1:1 რიჩარდსონი (46)

altდუბლი და საგოლე გადაცემა - მიქაუტაძეს ლიგა 2-ში დიდხანს არ გააჩერებენ [VIDEO]