ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სენსაცია "დრაგაოზე" - აბურჯანიას გუნდმა "პორტუ" დაამარცხა

AutoSharing Option
პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი აბურჯანიას "ჟილ ვისენტემ" მოულოდნელად სტუმრად 2:1 სძლია "პორტუს".

დებიუტი მასპინძლებისთვის ცუდს არაფერს მოასწავებდა, პირიქითაც შეიძლება ითქვას, მე-4 წუთზე მეჰდი ტარემიმ დააწინაურა, მაგრამ 26-ე წუთზე ფრან ნავარომ ანგარიში გაათანაბრა და ამის შემდეგ მსაჯმა "დრაკონების" მცველი ჟოაო მარიო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, ხოლო 45+2-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა მურილიომ პენალტი გაიტანა. 52-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "პორტუს" ნახევარმცველმა მატეუს ურიბემ და მისი გუნდი ორკაცნაკლული დარჩა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "ჟილ ვისენტემ" სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა, ბარსელუშური კლუბი კი 26 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 10 ქულით დასცილდა და 5 მარტს გიორგი მაკარიძის "მარიტიმოს" უმასპინძლებს.