"კვარა ხელშეუხებელია" - დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს გაოცებას აგრძელებს. "კვარამ" "პარტენოპეის" გულშემატკივრების გული მალევე მოიგო და მათ ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად იქცა.

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, Sport Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში გუნდს არ დატოვებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გარემარბის სანაცვლოდ დიდ შეთავაზებას მიიღებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ჯამში 22 მატჩი გამართა. ქართველმა თავი 10 გოლითა და 14 საგოლე პასით გამოიჩინა.

"ნაპოლი" სერია A-ს მორიგ შეხვედრას ხვალ, 12 თებერვალს "კრემონეზესთან" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე
დაიწყება.

altკვარაცხელია ევროპის ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის - ქართველი ინდოეთშიც აღიარეს

altხვიჩა-ვიქტორის მორიგი შოუს მოლოდინში - ლოჩოშვილი არ იქნება, ლობოტკა დაისვენებს?

მკითხველის კომენტარები / 11 /
ხვიჩას ფასი ჯერჯერობით 150 მილიონი ევროა!!!
ზაზა
09:21 12-02-2023
1
თქვა მაგ კაცმა ფული არ მიჭირსო, ამიტომ დაელოდება და ფასი 150 მილონს, რომ გადაცდება, მერე გაყიდის. ხედავთ სად გაფრინდა მაგარი ფეხბურთელების ფასები? კაცი ხედავს მარგალიტი უჭირავს ხელში და 100 მილიონს რაზე უნდა დახარბდეს?
ჟორა
20:47 11-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული