ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩაზე მეგონა, რომ მოედანზე..." - საკიმ "სან სიროზე" "ინტერთან" კვარაცხელიას თამაში ორიგინალურად შეაფასა

AutoSharing Option
Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ "ინტერთან" "ნაპოლის" პერფორმანსი შეაფასა.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გაკეთებული კომენტარია.

საკიმ ჩვენებურის შესახებ ორიგინალური კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ "სან სიროზე" "პარტენოპეის" ბევრი ფეხბურთელი თავის თავს არ ჰგავდა, ხვიჩაზე კი ეგონა, რომ მოედანზე მისი ტყუპი ძმა თამაშობდა...

"ზოგიერთი "ნაპოლის" ფეხბურთელი არ ჰგავდა იმათ, ვინც ამ სეზონში ვნახეთ. მაგალითად, კვარაცხელიაზე მეგონა, რომ მოედანზე ის კი არა, არამედ მისი ტყუპი ძმა იმყოფებოდა...

ეს არ არის კატასტროფა, მაგრამ სპალეტიმ
ხელახლა უნდა აღმოაჩინოს გამარჯვებულის მენტალიტეტი, ენთუზიაზმი და ვნება. "ნაპოლი", რომელიც პირველ ეტაპზე ვნახეთ, ყველაზე ლამაზი, მხიარული და ასევე ყველაზე წარმატებული გუნდი იყო. სილამაზის გარეშე ძნელია გამარჯვება", - თქვა საკიმ.

altითამაშებს თუ არა კვარაცხელია 8 იანვარს - როგორია ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც გუშინ ვარჯიში გამოტოვა

altCorriere dello Sport: კვარაცხელიას დღეს არ უვარჯიშია - მსაჯმა შკრინიარს ქართველის წინააღმდეგ ყველაფრის უფლება მისცა

ასევე დაგაინტერესებთ