ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მოულოდნელი ამბავი - "სამგურალმა" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გაათავისუფლა

AutoSharing Option
Geo Team-ი მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ "სამგურალმა" გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გაათავისუფლა.

ეს მართლაც გასაკვირი ამბავია, რადგან წყალტუბოელებმა ეროვნულ ლიგაში კარგი სეზონი ჩაატარეს, მე-4 პოზიციაზე გავიდნენ და ევროტურნირებამდე 1 ნაბიჯი დააკლდათ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება "სამგურალის" ახალი დამრიგებელი და რომელ გუნდში შეიძლება განაგრძოს მოღვაწეობა მიქაძემ.