ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი გახდება?! თუ ქართველი ამას მოიგებს..." - ვალერი გაზაევმა "კვარას" შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან ქართველი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკოს შეადარა.

"ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და "ნაპოლიში" თამაში შესანიშნავად დაიწყო. ღმერთმა ქნას, ყველაფერი ასე გაგრძელდეს. იტალიაში მას შესანიშნავი პრესა აქვს და ის თაყვანისმცემლების ახალი კერპი ხდება.

კვარაცხელია ავლენს ინდივიდუალური უნარების მაღალ დონეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი მთელი კარიერის განმავლობაში შეინარჩუნოს, როგორც ამას ანდრეი შევჩენკო აკეთებდა.

ეს ის დონეა, რასაც მან უნდა დაუმიზნოს, რადგან ქართველს დიდი მომავალი აქვს. ყველა ნიჭს შრომა სჭირდება. ამიტომ მან უნდა
გამოიჩინოს ტიტანური ძალისხმევა, რათა ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთში თავი დაიმკვიდროს და ვარსკვლავი გახდეს.

შეიძლება ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი იყოს? - ანდრეიმ "ოქროს ბურთი" მოიპოვა. თუ კვარაცხელიაც ამას შეძლებს, შემდეგ უკვე საუბარი შეიძლება", - უთხრა გაზაევმა Sport24-ს.

altითამაშებს თუ არა კვარაცხელია დღეს - "ნაპოლის" განცხადება "ემპოლისთან" მატჩამდე

ასევე დაგაინტერესებთ