"დათა "სევილიასთან" ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ცნობილი გამოცემა ხოჭოლავას თამაშს აფასებს

AutoSharing Option
გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. G ჯგუფში ერთმანეთს "კოპენჰაგენი" და "სევილია" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა დათა ხოჭოლავამ. ქართველი დაცვის ცენტრში საიმედოდ და დამაჯერებლად მოქმედებდა.

ცნობილმა გამოცემა Whoscored.com-მა ხოჭოლავას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება, 7.2 ქულა დაუწერა. დანიური გუნდიდან მასზე მაღალი შეფასება არცერთ მოთამაშეს არ მიუღია.

"სევილიადან" კი საუკეთესო ისკო გახდა, ესპანელმა 7.4 ქულა დაიმსახურა.

"კოპენჰაგენი" მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე 5 ოქტომბერს, სტუმრად "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავს.

altჩემპიონთა ლიგა. II ტური: ხოჭოლავას კარგი მატჩი

"სევილიასთან", "რეალის", "სიტის" და პსჟ-ის გამარჯვება და "იუვეს" საშინაო მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი ხოჭო
მიაწექი, იშრომე ბევრი
გვჭირდები
თენგო
14:55 15-09-2022
0
Kargia warmatebebi davit!!!
L.J .
12:26 15-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული