ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გამორიცხავთ, რომ კვარაცხელია შიგნიდან ანგრევდეს "რუბინს?" - ვახო სანაია ხვიჩას კაპიტნობას ეხმაურება

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში "რუბინი" ცსკა-ს ესტუმრა და 1:6 განადგურდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ყაზანელებს გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ უკაპიტნა. 

ჩვენებური ფეხბურთელის საქციელსა და იმას, რომ ხვიჩა რუსულ კლუბს არ ტოვებს, საზოგადოების დიდ ნაწილში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ფაქტს სოციალურ ქსელში ხუმრობით ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმაურება და წერს:

"გამორიცხავთ, კვარაცხელია შიგნიდან ანგრევდეს რუბინს?", - წერს სანაია.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ, შესაძლოა, კარიერა "ნაპოლიში" გააგრძელოს.
ასევე დაგაინტერესებთ