VAR-ი, გაძევება, შეხლა-შემოხლა, არდანიშნული პენალტი - ნიქოზიური დერბი დრამატული გამოდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში ნიქოზიური დერბი დაძაბული და საინტერესო გამოდგა - "ოლიმპიაკოსმა" "აპოელს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმართა რიგებში თორნიკე ოქრიაშვილმა 90 წუთი ითამაშა, მურთაზ დაუშვილი 70-ზე შევიდა, გიორგი ქვილითაია კი მატჩს კორონავირუსის გამო ტოვებდა.

მე-18 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა შეტევა კარგად გააგრძელა და თითქოს მოწინააღმდეგეს ბურთი ხელზე შეეხო, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა. პირველ ტაიმში ჩვენებურების გუნდს სერიოზული უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ეს შედეგში არ ასახულა.

მეორე ნახევარი კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა - ჯერ ოქრიაშვილი გააფრთხილეს, შემდეგ "აპოელის"
მცველი ჩებაკი გააძევეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მატჩი თითქოს უგოლო ფრისკენ მიდიოდა, თუმცა ბოლო წუთები საოცრად დრამატული გამოდგა.

88-ე წუთზე ბერძენმა ნახევარმცველმა მანცისმა მასპინძლები დააწინაურა, თუმცა ანგარიში ზუსტად 2 წუთში, 90-ზე გათანაბრდა - გოლის ავტორი მცველი კარო გახდა.

მე-6 ადგილზე მყოფი "აპოელი" 2021 წლის ბოლომდე კიდევ 2 შეხვედრას გამართავს - 18 დეკემბერს "აპოლონს" მიიღებს, 26-ში კი - "ომონიას".

altოქრიაშვილი მომჯობინდა, დაუშვილი მზად არაა - "წინა ხაზზე ქვილითაია ითამაშებს"

altქეცბაიამ კაჭარავა დააბრუნა, ქართველების "აპოელის" თამაში მალევე შეწყდა

alt"აპოელის" ცენტრში უფსკრულია და მას დაუშვილი სჭირდება - კვიპროსული მედია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული