ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

შესაძლოა, გოლმა ქვილითაიას დაძაბულობა მოუხსნას - 24Sports

AutoSharing Option
კვიპროსული 24Sports-ი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გიორგი ქვილითაიას შესახებ წერს:

"28 წლის ფორვარდი აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რათა შეძლოს ის აჩვენოს,  რისთვისაც კლუბში მოვიდა. შესაძლოა, გოლმა მას დაძაბულობა მოუხსნას და მთავარი მწვრთნელი ავგუსტუსიც სწორედ ამ მომენტს ელოდება.

ახლანდელი მონაცემებით, უახლოეს მატჩში ქვილითაიას სასტარტოში თამაშის შანსი გაზრდილი აქვს და სავარაუდოდ, ზედიზედ მესამე გამარჯვებაში თავის წვლილსაც შეიტანს.

ქართველ ფორვარდს საუკეთესო შეხვედრა „ანტონის პაპადოპულოსზე“, "ანორთოსისთან" ჰქონდა, სადაც გოლიც გაიტანა. "ახნასის" წინააღმდეგ კი ბევრს მოძრაობდა და შეტევის რამდენიმე ფაზაში მონაწილეობა მიიღო."

30 ოქტომბერს
გიორგი ქვილითაიას, თორნიკე ოქრიაშვილისა და და მურთაზ დაუშვილის "აპოელი" ავთო ებრალიძის "დოქსას" ესტუმრება.

altოქრიაშვილს ისევ არ უვარჯიშია - კვიპროსული მედია სამივე ქართველის თამაშის შანსებზე წერ

ასევე დაგაინტერესებთ