ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბერიაშვილი, ქავთარაძე, მახათაძე, ყიფიანი - "როტორი" პირველი ლიგის ფავორიტია

AutoSharing Option
ვოლგოგრადის "როტორი", რომელიც რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა, პირველი ლიგის (FNL) შეხვედრებს 17 ივლისიდან დაიწყებს, მანამდე კი ამხანაგურ მატჩში "ტეკსტილშტიკთან" უგოლო ფრე - 0:0 ითამაშეს. ვოლგოგრადელთა შემადგენლობაში ორმა ქართველმა ლეგიონერმა და ქართული გვარის მქონე რუსეთის მოქალაქეებმა იასპარეზეს.

sport.rambler-ის მიხედვით, ნიკოლაი ყიფიანმა "როტორის" მარცხენა ფლანგზე თავი ძალიან ეფექტურად წარმოაჩინა და მოწინააღმდეგეების დრიბლინგებით გაცდენას გამუდმებით ცდილობდა. გამოცემა წერს, რომ ყიფიანი ხანდახან ზედმეტი ინდივიდუალურობითაც ერთობოდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო "როტორის" 23 წლის ნახევარმცველი გიორგი მახათაძე. რუსეთის მოქალაქეს "ლოკომოტივსა" და "რუბინშიც" უთამაშია. მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ხოხლოვმა ის მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალა,
შეტევაში გააქტიურება კი ბექა ქავთარაძით სცადა. ის შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო - ქართველმა ფორვარდმა და ტაშაევმა მატჩის 56-ე წუთზე მშვენიერი კომბინაციაც გაითამაშეს.

"თელავის" ყოფილმა მცველმა, 23 წლის ილია ბერიაშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ნიკოლაი ყიფიანი კი 74-ე წუთზე შეცვალეს.

sport.rambler-ი "როტორს" პრემიერლიგაში აღზევების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ასახელებს და მის კონკურენტად კი "ორენბურგს" მიიჩნევს.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ვოლგოგრადელთა ღირსებას საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი არაბიძე და ბათუმის "დინამოში" დაბრუნებული ჯოვინო ფლამარიონი იცავდნენ. გუნდი რუსეთის უმაღლეს დივიზიონში დარჩენის შანსს უკანასკნელ ტურამდე ინარჩუნებდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

alt"როტორმა" ორი ქართველი ლეგიონერი დაიმატა