ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელია გაზაევმა ისევ შეიყვანა ტურის სიმბოლურში

AutoSharing Option
ვალერი გაზაევმა რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი championat-ისთვის შეადგინა და მასში "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა.

"ხვიჩა "არსენალთან" მატჩში მომეწონა. ისევ კარგად მოქმედებდა მეტოქეებთან ერთი-ერთზე, თავის ფლანგზე სიტუაციას ამწვავებდა", - წერს გაზაევი.

"რუბინმა" "არსენალი" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა, ხვიჩა კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ასევე დაგაინტერესებთ