ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი არაბიძის დედა: "დესნაზე" ცნობა ტყუილია, მაგრამ თუ სიტუაცია არ შეიცვალა...

AutoSharing Option
გიორგი არაბიძე რამდენიმე მატჩია "ნასიონალის" განაცხადში არ გამოჩენილა, ამავდროულად უკრაინულმა სპორტულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერას უკრაინის პრემიერლიგის "დესნაში" გააგრძელებს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგი არაბიძის დედას ლელა ბრეგვაძეს დავუკავშირდით და შევეცადეთ რეალური სიტუაცია მისგან გაგვეგო.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი არაბიძე იანვარში უკრაინულ "დესნაში" გადავა, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- რაც გავრცელდა, მას შემდეგ ვწერ, რომ ტყუილია. როცა წავიკითხეთ, მაშინ გავიგეთ ეს ინფორმაცია პირველად.

- ეჭვს ისიც ბადებს, რომ გიორგი ბოლო მატჩებია "ნასიონალის" განაცხადშიც ვერ ხვდება, რა
არის ამის მიზეზი?

- გიორგის ტრავმა აწუხებდა, მისი განაცხადში არყოფნის მიზეზიც სწორედ ესაა. დღეს თასზე გასამართ მატჩში ითამაშებს.

- ანუ "ნასიონალში" დარჩენას აპირებს თუ განიხილავს იანვარში კარიერის სხვაგან გაგრძელების ვარიანტებს?
- ჯერჯერობით არ ვფიქრობთ, თუ აქაც შეიცვალა სიტუაცია და თამაში არ მოუწევს, წასვლაზე ვიფიქრებთ. აქ ასეთი ადვილი არ არის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდე, მათ თავისი წესები აქვთ.

გიორგი არაბიძის "ნასიონალი" დღეს, 28 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე პორტუგალიის თასზე "ტონდელას" შეხვდება.

altგიორგი არაბიძემ შესაძლოა კარიერა ჩერნიგოვოს "დესნაში" გააგრძელოს

ასევე დაგაინტერესებთ