ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნიკა კვანტალიანი "ვიძევში" გადავიდა

AutoSharing Option
ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა კვანტალიანმა ნიეჩიზას "ტერმალიკა" დატოვა და მე-2 ლიგის (რანგით მე-3 დივიზიონია) ლოძის "ვიძევში" ჩაირიცხა.

20 წლის კვანტალიანი "ტერმალიკაში" გადაბარგებამდე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, ბოლო სეზონში კი ბათუმის "დინამოში" იასპარეზა, რომლის რიგებშიც 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მას კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს და თუ თავი კარგად წარმოაჩინა, ხელშეკრულებას გაუგრძელებენ.

"ვიძევი" პოლონეთში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო, მაგრამ ფინანსური პრობლემები შეექმნა და ქვედა ლიგაში დაქვეითდა, ამ სეზონში კი უკვე 11 ფეხბურთელი დაიმატა და აღორძინებას ცდილობს.

altნიკა კვანტალიანი ნიეჩიზას "ტერმალიკაში" ჩაირიცხა

alt

პოლონეთის ექსტრაკლასაზე ნიკა კვანტალიანის დებიუტი შედგა