ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კაშიას ჯილდო კობიაშვილს გადასცეს - უეფამ გურამს ვიდეო მიუძღნა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 30 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა და წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოება გაიმართა.

უეფამ პირველად მის ისტორიაში Equal Game-ის ჯილდო გურამ კაშიას გადასცა. ქართველ ფეხბურთელს დილით თამაში ჰქონდა და ფიზიკურად ვერ მოახერხა დაჯილდოებაზე დასწრება. მისი ჯილდო ლევან კობიაშვილმა მიიღო. გურამ კაშიამ დაჯილდოებაზე ვიდეოთი ჩაერთო, სადაც ალექსანდრე ჩეფერინს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფეხბურთი ყველას თამაშია.

დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე, უეფამ ვიდეოთი განმარტა თუ რატომ გადასცეს გურამ კაშიას ეს ჯილდო.

ვიდეოში საუბარია, რომ გურამ კაშია "ვიტესის" კაპიტანი იყო, ის იყო ცენტრალური
მცველი და ლიდერი იყო როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. გურამ კაშია ორჯერ გახდა საუკეთესო ქართველი მცველი და როდესაც მას სთხოვეს გაეკეთებინა სამკლაური ცისარტყელის ფერებში, ის ამას დაუფიქრებლად დათანხმდა. ბევრი მის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მისი ნაკრებიდან გაშვებას მოითხოვდნენ, მათ შორის მედიაშიც. თუმცა გურამმა ამ ყველაფერს ასე უპასუხა: მე თანასწორობის მჯერა, არ აქვს მნიშვნელობა თუ რისი გჯერა, ვინ გიყვარს ან ვინ ხარ!



altწილი ნაყარია - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა

altუეფამ საუკეთესოები გამოავლინა - ლუკა მოდრიჩი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

ასევე დაგაინტერესებთ