საბა ლობჟანიძე: თავს არ ვიწუხებ მსგავს რაღაცებზე ფიქრით, მხოლოდ თამაში და წინსვლა მინდა!

AutoSharing Option
საბა ლობჟანიძე "რანდერსის" შემადგენლობაში მშვენივრად გამოიყურება. ქართველმა მოასწრო და მეტოქეთა კარი უკვე ხუთჯერ აიღო.

მისი გუნდი ხვალ "სონდერსკიეს" მიიღებს. Sportall.ge ფეხბურთელს დანიაში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორ მიგდით საქმეები "რანდერსში" და როგორ შეაფასებდით თქვენს პირველ სეზონს ამ კლუბში?
- როგორც იცით, ეს პირველი ევროპული სეზონია ჩემთვის და ვფიქრობ, ურიგო შედეგი არ მაქვს. სეზონში 5 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა მაქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა.

რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და უფრო მეტი და მეტი მსურს.

- "რანდერსი" თითქმის გავარდნილია უმაღლესი ლიგიდან. რას აპირებთ მომავალ სეზონში, დარჩებით გუნდში?

- ჯერ პლეი-ოფები წინ არის და სუპერლიგაში დარჩენის შანსი გვაქვს. ჯერ ყველაფერი წინ არის და ვნახოთ შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები.

- თუ "რანდერსი" გავარდება, დარჩებით კლუბში?
- არა. ვფიქრობ, ჩემი მომავლისთვის ეს კარგი არ იქნება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ მაქვს.

- გააქვთ რაიმე შემოთავაზება?
- ამ ეტაპზე ამ თემაზე სალაპარაკოს ვერ ვხედავ. მხოლოდ დარჩენილ თამაშებზე ვარ კონცენტრირებული და სეზონის ბოლოს ვნახოთ რა იქნება.

- რა მოგცათ დანიაში გატარებულმა პერიოდმა, რამდენად გაიზარდეთ, როგორც ფეხბურთელი?
- ვფიქრობ, რომ გავიზარდე. როდესაც რაიმე მიზანი გაქვს და იმისკენ მიისწრაფი, მისი მიღწევა ადვილი არ არის.

ვფიქრობ, ტოპ ჩემპიონატში მოსახვედრად დანია შესანიშნავი ვარიანტია.

- რამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად, როდესაც "რანდერსში" გადახვედით?
- განსხვავება ის არის, რომ უფრო მეტი ტემპტი და ბრძოლაა. ძალიან ბევრი სპრინტი მიწევს აქ და თამაშის მერე ძალიან დაღლილი ვარ.

თუმცა ეს მსიამოვნებს, რადგან ვიცი, რომ ასე განვითარდები.

- ფინანსურად როგორი სიტუაციაა დანიაში. საქართველოს, რომ შეადაროთ...
- ფინანსურად ვერც შევადარებ... რა თქმა უნდა, დანია ბევრად მაღლა დგას.

- საიდან გამოჩნდა "რანდერსის" ვარიანტი, როდესაც გუნდი გამოიცვალეთ?
- ზაფხულში გამოჩნდა... შემდეგ მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტე, რომ წასვლა ჩემი მომავლისთვის უკეთესი იქნებოდა.

- ადაპტაცია ძალიან რთულია. თქვენ როგორ გაიარეთ?
- თავს არ ვიწუხებ მსგავს რაღაცეებზე ფიქრით, მხოლოდ თამაში და წინსვლა მინდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
"გააქვთ რამე შემოთავაზება" ? :D კი, ააააააააქვს შემოთავაზება :D მეცხრე სართულზე ააააქვს
გრამატიკის ლომი
14:17 23-04-2018
0

სიახლეები პოპულარული