გურამ კაშია მომავალ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის აქებს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის "ვიტესმა" ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და სამუშაოს ზაფხულიდან შეუდგება. მომავალი დამრიგებლის შესახებ აზრი არნემელთა გუნდისთავს გურამ კაშიას Omroep Gelderland-მა "ალკმაართან" წაგებული მატჩის (3:4) შემდეგ კითხა.

აი, რა უპასუხა გურამმა:"მე მწვრთნელს ჩემი საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენე. ჯერ მასთან არ მისაუბრია. მალე დაველაპარაკები.

რუსეთში მოასპარეზე თანანაკრებელებისგან მასზე მხოლოდ კარგი მსმენია. მან იქ ყველაფერი მოიგო, რაც ადვილი მისაღწევი არაა.

სლუცკის აქ გადმოსვლა დადებითად აისახება ჰოლანდიის ჩემპიონატზე, უფრო საინტერესო გახდება. რაღაც ახალ შესძენს, რამეთუ აქაურ გუნდებში ადგილობრივი მწვრთნელები ცვლიან
ერთმანეთს. მისი მოსვლა კი საერთაშორისო გამოცდილების სპეციალისტის ახალი გამოცდილებაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული