დავით ხოჭოლავა: "დინამოსთან" დაშვებული შეცდომის შემდეგ მინდოდა თავი წარმომეჩინა

AutoSharing Option
გუშინ, ხარკოვში უკრაინის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში "შახტარმა" 5:1 დაამარცხა "მარიუპოლი" და ფინალში გავიდა.

ნამატჩევს კომენტარი დონბასური გუნდის ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ გააკეთა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა:

"ჩემპიონატის გასულ ტურში კიევის "დინამოსთან" დაშვებული შეცდომის შემდეგ ძალიან მინდოდა მეასპარეზა და თავი წარმომეჩინა. მოგება და ფინალში გასვლა სასიამოვნოა. აი, სწორედ იმ მატჩში უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლა უძლიერესები ვართ.

გაშვებულმა გოლმა რა თქმა უნდა, გული დაგვწყვიტა. დაცვას ყოველთვის სურს შეხვედრა გოლგაუშვებლად დაასრულოს.".

9 მაისს დნიპროში ფინალში "მეშახტეები" კიევის "დინამოს" შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული