"ვარჯიშების შემდეგ ვრჩებოდი ბაზაზე და სხვადასხვა კომპონენტზე ვმუშაობდი"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ფორვარდი გიორგი ქვილითაია ბოლო მატჩებში, უბრალოდ, შეუჩერებელია ავსტრიის ბუნდესლიგაში.

ბოლო ტურშიც, ვენის დერბიში, მან "აუსტრიასაც" გაუტანა, თან მოედანზე შესვლიდან ერთ წუთში. არადა, იყო პერიოდი, როცა ქვილითაიას გოლის გატანა უჭირდა...

▶ ლეგიონის უქმეები: ქვილითაია, პაპუნაშვილი და კიდევ 2 ქართული გოლი [VIDEO]

ის რომ კარგ ფორმაშია, საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებმაც დაადასტურა. არ შეიძლება ქვილითაიას ასეთი კონდიციები არ გვახარებდეს კარს მომდგარი ერთა ლიგის წინ, ტურნირისა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის...

"ლელო" ავსტრიაში შეეხმიანა ვენის "რაპიდის" შემტევს და რამდენიმე
კითხვით მიმართა...

- საგოლე "გვალვა" დაასრულეთ და ახლა გოლი გოლზე გაგაქვთ. რამ განაპირობა ეს?
- თუ გახსოვთ, ბოლოს რომ ვილაპარაკეთ, ვთქვი - ასეთი პერიოდი ყველა თავდამსხმელის კარიერაში არის-მეთქი. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც არ იყო იოლი ეს პერიოდი.

"რაპიდი" ავსტრიაში ყველაზე ტრადიციული კლუბია, ბევრი ქომაგი ჰყავს და მოთხოვნაც დიდია. საქართველოშიც იყო კრიტიკა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ უკან მომეტოვებინა ეს პერიოდი.

ვარჯიშების შემდეგ ვრჩებოდი ბაზაზე და სხვადასხვა კომპონენტზე ვმუშაობდი. აზრს ვეკითხებოდი ყოფილ თავდამსხმელებსაც, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. კარგია, რომ ეს პერიოდი დასრულდა.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული