გიორგი მერებაშვილმა კრაკოვის "ვისლასთან" მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურის დასკვნით მატჩში გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლა" საკუთარ მოედანზე დაუზავდა კრაკოვის "ვისლას" - 2:2.

შეხვედრის მე-16 წუთზე ტრავმა მიიღო მერებაშვილმა და შეცვალეს. მისი დაშავების ხარისხს დღეს მედშემოწმება დაადგენს.

გიორგიმ ამ სეზონში პოლონეთის ჩემპიონატის 30 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

პლოცკის "ვისლა" 50 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და 21 აპრილს ზაბჟეში "გურნიკს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული