ზაზასთან 45-დოლარიანი ჩუსტები, ქვილითაიასთან ტანგა - კლუბების უცნაური "მაღაზიები"

AutoSharing Option
სოციალური ქსელები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ეს ინტერნეტსაშუალებები რეკლამით იკვებება. რა თქმა უნდა, სამიზნე აუდიტორიაც ჰყავს და მე პირადად, ძირითადად, სპორტულ რეკლამებს მიგდებს.

ერთი ასეთი რეკლამა შემომხვდა, სადაც "გოლდენ სტეიტის" ჩუსტები 45 დოლარად იყიდება. ჩვენებურად რომ ვთქვათ, დაახლოებით 112 ლარი ღირს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩუსტებში 12 ლარზე მეტი არასდროს არ მიმიცია.

ამის შემდგომ დავინტერესდი ქართველი ლეგიონერების კლუბების ინტერნეტმაღაზიებით და უამრავ საინტერესო ნივთს წავაწყდი. თუნდაც ისევ "გოლდენ სტეიტის" მაღაზიაში ქალისა და კაცის საცვლებს წავაწყდი, თუმცა არცერთი არ ღირდა ჩუსტებზე ძვირი.
Sportall.Ge

საწოლის ტანისამოსის გაყიდვით ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსეც" არის დაინტერესებული და არჩევანი ორივე სქესისთვის აქვთ. "სან ხოსეს" "ფანშოპში" წინდებიც საკმაოდ ძვირი ღირს.

Sportall.Ge

Sportall.Ge
ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი გიორგი ქვილითაიას ვენის "რაპიდს" აღმოაჩნდა. მათ მაღაზიაში ქალის ტანგები და სექსუალური თეთრეულიც კი იყიდება ბრენდირებით.

Sportall.Ge

გურამ კაშიას "ვიტესში" შეგიძლიათ სუნამო იყიდოთ ან შხაპის გელი, თუმცა სუნს წინასწარ ვერ გაიგებთ. კაშია რომ თბილისში ჩამოვა, ეგება მან გაგვიმხილოს სუნამოს საიდუმლო.
Sportall.Ge

თუ თეთრეულის ყიდვა გინდათ, შეგიძლიათ გიორგი აბურჯანიას "სევილიას" მაღაზიაში იყიდოთ, თუმცა თეთრეულის არჩევანში არც საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" ჩამოუვარდება.
Sportall.Ge

Sportall.Ge

მაგრამ საბოლოოდ ყველაზე დიდი არჩევანი მაინც ჯანო ანანიძის "სპარტაკს" აქვს. მათ საიტზე შეგიძლიათ იყიდოთ: მაცივარი, უთო, ტოსტერი, სასწორი და ა.შ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაუშვით გალაქტიონი :D :D #გალაოუთ
galaout
16:32 17-04-2018
3
საქმე გამოგლევია გალაქტიონ...
gocha
16:21 17-04-2018
3
სიახლეები პოპულარული