ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავით ხოჭოლავა: იმედია, ჩემი შეცდომა "შახტარს" ჩემპიონობის დაკარგვად არ დაუჯდება

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ კიევის "დინამოსთან" (0:1) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეტოქე ფეხბურთელმა ვლადიმირ შეპელევმა დავით ხოჭოლავას შეცდომის შემდეგ გაიტანა.

▶ დავით ხოჭოლავას შეცდომა "შახტარს" ძვირად დაუჯდა [VIDEO]

"გუნდის თამაშს ვერ შევაფასებ, რადგან ჩემ გამო წავაგეთ. მხოლოდ ჩემი ბრალია. გუნდში მხარი დამიჭირეს. ყველაფერი რიგზეა. იმედია, ეს შეცდომა "შახტარს" ჩემპიონობის დაკარგვად არ დაუჯდება. არ ვიცი, რამდენი ხანი მომიწევს ამის გადახარშვა", - თქვა ხოჭოლავამ ტელეარხ Футбол 2-თან.

ამ მარცხის შემდეგ დონეცკის "შახტარსა" და კიევის "დინამოს" შორის სხვაობა
სამ ქულამდე შემცირდა.
ასევე დაგაინტერესებთ