დავით ხოჭოლავა: იმედია, ჩემი შეცდომა "შახტარს" ჩემპიონობის დაკარგვად არ დაუჯდება

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ კიევის "დინამოსთან" (0:1) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეტოქე ფეხბურთელმა ვლადიმირ შეპელევმა დავით ხოჭოლავას შეცდომის შემდეგ გაიტანა.

▶ დავით ხოჭოლავას შეცდომა "შახტარს" ძვირად დაუჯდა [VIDEO]

"გუნდის თამაშს ვერ შევაფასებ, რადგან ჩემ გამო წავაგეთ. მხოლოდ ჩემი ბრალია. გუნდში მხარი დამიჭირეს. ყველაფერი რიგზეა. იმედია, ეს შეცდომა "შახტარს" ჩემპიონობის დაკარგვად არ დაუჯდება. არ ვიცი, რამდენი ხანი მომიწევს ამის გადახარშვა", - თქვა ხოჭოლავამ ტელეარხ Футбол 2-თან.

ამ მარცხის შემდეგ დონეცკის "შახტარსა" და კიევის "დინამოს" შორის სხვაობა
სამ ქულამდე შემცირდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰოოო, ეს ისეთი დიიიდი შეცდომა დაუშვა რომ აუცილებლად თავი უნდა დაანებოს ფეხბურთს და ბერად აღიკვეცოს. მონასტერში კიდო დურგლის ხელობას თუ შეისწავლის ხისგან გამოთლილი სათადარიგო სკამების ხეხვის გამოცდილება გამოადგება. :)
ლუკა
08:21 17-04-2018
1
არაუშავს დავით, მსგავსი შეცდომები ყველას მოსდის. მთავარია რაც შეიძლება მალე დაივიწყო და გააგრძელო ვარჯიში ჩვეული შრომისმოყვარეობით! შენ აუცილებლად ითამაშებ რომელიმე ტოპლიგას. წარმატებები!
Georgian
01:36 17-04-2018
0
სიახლეები პოპულარული