ჯანო ანანიძემ ოპერაციის შემდეგ სატრენაჟორო დარბაზში პირველად ივარჯიშა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ, პირველად ოპერაციის შემდეგ, სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა.

ანანიძე რომიდან მოსკოვში დაბრუნდა და კლუბის რეაბილიტაციის მწვრთნელის, დიეგო მანტოვანის მეთვალყურეობით ივარჯიშა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჯანო რომში ბურთით ვარჯიშობდა.

▶ ჯანო ანანიძემ ბურთით ვარჯიში დაიწყო [VIDEO]

ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა საქართველოს ნაკრებში ლიტვასთან (4:0) ამხანაგური მატჩის დროს მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული