გიორგი პაპუნაშვილმა ლიდერ "რაიო ვალეკანოს" გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
სეგუნდადივიზიონის 35-ე ტურში "სარაგოსა" მადრიდში ლიდერ "რაიო ვალეკანოსთან" 1:2 დამარცხდა.

მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი შეცვლაზე მას შემდეგ შეუშვა, როდესაც 68-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახდა. გიორგიმ 89-ე წუთზე გოლი გაიტანა. მან მიმდინარე გათამაშების 21 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი..

"სარაგოსა" 55 ქულით მე-6 ადგილზეა და 21 აპრილს "ალმერიას" მასპინძლობს. თუ არაგონულმა გუნდმა ექვსეულში ადგილი შეინარჩუნა, პრიმერაში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული