გიორგი ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და 1 წუთში გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" "აუსტრია" 4:0 დაამარცხა.

გიორგი შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 3:0-ს იგებდა, 73-ეზე კი ვეტონ ბერიშას გადაცემა მიიღო და ბურთის პირველი ვე შეხებით გოლი გაიტანა. ეს ჩემპიონატზე ქვილითაიას მე-8 გოლია და უკვე იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მთელ წინა სეზონში.

"რაპიდი" 52 ქულით სატურნირო ცხრილში მე3 ადგილზეა და 22 აპრილს "ადმირას" მასპინძლობს, იქამდე კი 18 აპრილს თასის ნახევარფინალში გრაცში "შტურმს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან სასიხარულოა გიორგის წარმატებული კარიერა ავსტრიაში. იგივეს ვუსურვებ სანაკრებო დონეზე.
ლუკა
22:59 15-04-2018
0
ტაში მეგობრებო
gitare
22:45 15-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული