გურამ კაშიას მწვრთნელი, ჰენკ ფრეზერი მოხსნეს

AutoSharing Option
ამ სეზონში ერთობ უხეიროდ მოასპარეზე "ვიტესი" მწვრთნელს, ჰენკ ფრეზერს დაემშვიდობა.

ზაფხულში გუნდს ლეონიდ სლუცკი ჩაიბარებს, რომელსაც ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ფრეზერს სეზონის ჩამთავრება არ აცადეს. იქამდე "ვიტესს" ედვარდ სტეირინგი უხელმძღვანელებს.

"ჰენკი და "ვიტესი" ბევრით არიან ერთმანეთთან ვალდებულნი. ეს არაა სასიამოვნო გადაწყვეტილება. ფანტასტიკური იყო შარშან თასზე გამარჯვება, მაგრამ უმაღლეს სპორტში საუბარია დღევანდელობასა და მომავალზე.

ჩვენი მიზანი პლეი-ოფში გასვლაა. უკანასკნელ ხანს ის საფრთხის ქვეშ იყო. ამ ამოცანის შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული